ამერიკულმა კონცერნმა Boeing Co.-მ, 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა ზარალი შეამცირა და შემოსავალი 14%-ით გაზარდა. Boeing-ის პრესრელიზის თანახმად, იანვარ-მარტში წმინდა ზარალი 7 მილიონ დოლარამდე, ანუ აქციაზე 0.11 დოლარამდე შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 31 მილიონ დოლარს, ანუ აქციაზე 0.16 დოლარს შეადგენდა.
ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, ზარალმა აქციაზე 0.20 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზზე, რომელიც აქციაზე 0.83 აშშ დოლარს შეადგენდა.
Boeing-ის კვარტალური შემოსავალი 19,5 მილიარდიდან 22.22 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
სამოქალაქო თვითმფრინავების სეგმენტში შემოსავალი ბოლო კვარტალში 13%-ით გაიზარდა და 9.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მიწოდებები 10%-ით გაიზარდა და 143 თვითმფრინავი გაიყიდა. 737 სერიის თვითმფრინავების წარმოება თვეში 42 ერთეულზე რჩება.
მარტის ბოლოს ამ განყოფილების შეკვეთების წიგნი რეკორდულ 576 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და 6,100-ზე მეტ თვითმფრინავს მოიცავდა. კომპანიამ პირველ კვარტალში 140 თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო.