აშშ-მა აზიის წყლებში სამ ირანულ ტანკერს გზა გადაუჭრა და მიმართულება შეუცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ოთხშაბათს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა აზიის წყლებში ირანული დროშის ქვეშ მცურავ სამ ტანკერს გზა გადაუჭრა და ინდოეთის, მალაიზიის და შრი-ლანკის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან გადაამისამართა.

ასევე, წყაროების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა დამატებით კიდევ სამ ირანულ ტანკერს შეუცვალა მოძრაობის მიმართულება.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტებში შესვლაზე ან იქიდან გამოსვლაზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა პორტებში დაბრუნება 29 გემს უბრძანა.

წყარო: ipn.ge