ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და მისი დამფუძნებლის, ნათია ჯანაშიას მიმართ ორგანიზაცია აფბა, ირაკლი გილაურის დაკვეთით ავრცელებს შეცდომაში შემყვან, ცრუ ინფორმაციას. აფბას მიერ მომზადებული შეცდომაში შემყვანი სტატიები ფაქტების შეგნებულად დამახინჯებასა და ნათია ჯანაშიას დისკრედიტაციას ემსახურება, ამასთან, სტატია წარმოადგენს აშკარა დაცინვას საზოგადოების მიმართ, რომელიც, სტატიის ავტორს, არაკომპეტენტური ჰგონია საიმისოდ, რომ გაერკვეს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ლიკვიდაცია ნათია ჯანაშიას სურს, თუ გუშინ მოსულ, წილის მიმტაცებელ ე.წ. ინვესტორს, რომელმაც აკადემიის მიმართ ნაკისრი არცერთი ვალდებულება არ შეასრულა და არც ახლა აპირებს.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ე.წ. ინვესტორისა და მისი ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის მავნებლურ ზრახვებზე არაერთხელ დაიწერა, მათ შორის, ახალ კანონთან კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის კონტექსტში, რა დროსაც, ირაკლი გილაურმა, შერჩია დრო ნათია ჯანაშიას უფლებების შელახვისა და აკადემიის ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დასაყენებლად. ამასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია იხილეთ ამ ბმულზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ იმის გამო შეაჩერა ცვლილებების რეგისტრაცია, რომ ცვლილებებით (ახალი წესდებით) ირღვეოდა პარტნიორის უფლებები. ირაკლი გილაურისა და მისი გუნდისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ახალი წესდების დამტკიცება, რომელიც უგულებელყოფდა პარტნიორის იმ უფლებას, რაც მოქმედი წესდებით ჰქონდა პარტნიორს მინიჭებული, კანონსაწინააღმდეგო იყო და მოჰყვებოდა საჯარო რეესტრის მხრიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება კი, თუკი ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოესწრებოდა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე, გამოიწვევდა აკადემიის რეგისტრაციის შეჩერებას და მისთვის ლიკვიდაციის საფრთხის შექმნას. ირაკლი გილაურმა და მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების თანამონაწილეებმა შეგნებულად, მიზანმიმართულად იმოქმედეს ნათია ჯანაშიასა და აკადემიის საზიანოდ და ახლა არაკომპეტენტური, მატყუარა ორგანიზაცია აფბას საშუალებით ცდილობენ აკადემიის პერსონალის, მშობლებისა და ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, აფბას მიერ უნიჭოდ შეთხზული ზღაპრებით.

აფბას არარეალური ინტერპრეტაციით, ლიკვიდაციის საფრთხე აღარ არის, რაც სიცრუეა. საჯარო რეესტრს არ დაუსრულებია წარმოება, რომელიც ახალ კანონთან კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანას ეხება და კვლავ, ერთმნიშვნელოვნად ითხოვს კანონის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი წესდების წარდგენას. შესაბამისად, ლიკვიდაციის საფრთხე ისევ არსებობს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი გილაურისა და მისი გუნდის წინასწარგანზრახული, მავნებლური ქმედების შედეგია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ირაკლი გილაური და მისი გუნდია დაინტერესებული, მოხდეს აკადემიის ლიკვიდაცია და ირაკლი გილაურის მიერ მართულმა კომპანიამ, როგორც აკადემიის წილის 70%-ის მფლობელმა ე.წ. პარტნიორმა, მიიღოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი, აკადემიის მრავალმილიონიანი ქონება.