ევროპა გლობალური სიმდიდრის რეიტინგში პირველ ადგილზეა, მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში იყო „მდიდარი ქვეყანა“, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იზომება კეთილდღეობა და ვინ იღებს მისგან სარგებელს, - ამის შესახებ euronews-ი წერს.
„მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყნად ყოფნა მხოლოდ დიდი რაოდენობით წარმოებას არ ნიშნავს. ეს იზომება იმით, თუ რამდენად აისახება ეს სიმდიდრე საშუალო მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2026 წლის ლიდერი ნორვეგიაა“, - ნათქვამია ფინანსური სერვისების შედარების პლატფორმის, HelloSafe-ის ანალიზში.
მსოფლიოს 20 უმდიდრესი ქვეყანა (კეთილდღეობის ქულა (0–100):
ნორვეგია - 77.65
ირლანდია - 75.06
ლუქსემბურგი - 74.39
შვეიცარია - 72.46
ისლანდია - 72.23
სინგაპური - 66.43
დანია - 65.78
ნიდერლანდები - 58.17
ბელგია - 54.83
შვედეთი - 54.62
კატარი - 50.60
გერმანია - 50.41
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 50.22
ფინეთი - 49.13
ავსტრალია - 46.24
ავსტრია - 43.46
ამერიკის შეერთებული შტატები - 43.39
კანადა - 39.44
ჩეხეთი რესპუბლიკა - 38.49
საფრანგეთი - 38.12.