საქართველოს კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამურად 2.564 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.1%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის პირველ რვა თვეში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 2.135 მლრდ ლარი შეადგინა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მაღალი მოგება „საქართველოს ბანკმა“ დააფიქსირა — 1.291 მლრდ ლარი. მას „თიბისი ბანკი“ 936.9 მლნ ლარით მოჰყვება.

სხვა ფინანსური ინსტიტუტების შედეგები ასეთია:

  • „ბაზის ბანკი“ — 97.2 მლნ ლარი;
  • „ლიბერთი ბანკი“ — 80.4 მლნ ლარი;
  • „კრედო ბანკი“ — 57.6 მლნ ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ — 25.7 მლნ ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ — 24.9 მლნ ლარი;
  • „ტერა ბანკი“ — 21.2 მლნ ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ — 16.7 მლნ ლარი;
  • „იშ ბანკი“ — 10 მლნ ლარი;
  • მიკრობანკი „კრისტალი“ — 10 მლნ ლარი;
  • „პეივ ბანკი“ — 8.6 მლნ ლარი;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ — 6.4 მლნ ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ — 5.8 მლნ ლარი;
  • მიკრობანკი „ემბისი“ — 2.2 მლნ ლარი.

ამავე პერიოდში ზარალი რამდენიმე ბანკმა დააფიქსირა. მათ შორის ყველაზე დიდი უარყოფითი შედეგი „სილქ ბანკს“ ჰქონდა — 18.3 მლნ ლარი. „ჰეშ ბანკის“ ზარალმა 7.7 მლნ ლარი, „ვი-თი-ბი ბანკის“ — 2.7 მლნ ლარი, ხოლო „პეისერა ბანკი საქართველოს“ — 1.6 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორის ჯამური წმინდა მოგების 50.3% მხოლოდ „საქართველოს ბანკზე“ მოდის.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.