Meta-ს აქციების გაძვირების შედეგად, კომპანიის თანადამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $256.8 მილიარდს მიაღწია. Forbes-ის რეიტინგში ის Google-ის თანადამფუძნებელს, სერგეი ბრინს, გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთე პოზიციაზე გადავიდა.

ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $4 მილიარდზე მეტით გაიზარდა, მაშინ როცა ბრინის ქონება $255.4 მილიარდამდე შემცირდა. ამ პერიოდში Alphabet-ის აქციები 3.5%-ით დაეცა.

ამავე დღეს Meta-ს აქციების ფასი 2.1%-ით გაიზარდა და $750-ს გადააჭარბა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომპანიის აქციები 34%-ზე მეტით არის გაძვირებული.

აქციების ზრდას ინვესტორების მოლოდინებს უკავშირებენ Meta-ს ახალი AI აგენტის, Muse-ის მიმართ. აპლიკაცია მომხმარებლებს ელფოსტის გაგზავნის, შესყიდვებისა და გრაფიკის დაგეგმვის შესაძლებლობას სთავაზობს.

ცუკერბერგის ქონების ძირითადი ნაწილი Meta-ში მის დაახლოებით 13%-იან წილზე მოდის.