რუსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს მოითხოვენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ოლეგ ბარციცს და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინე კოჩიევს შეხვდა.

„ხაზი გაესვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ ხასიათს. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის დარწმუნებით, ამ მთავარი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელია თბილისის მიერ ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების, ასევე, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.