"არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა თბილისში, 20 ივნისის სტიქიის მონაცემები შეაჯერეს და დაუზუსტებელი ინფორმაციით, სექტორს სეტყვით დაზარალებული ავტომფლობელებისთვის დაახლოებით 25-30 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა.
მისი შეფასებით, 20 ივლისს დედაქალაქში არსებულმა უხვი ნალექიც სტიქიად ითვლება, თუმცა ავტოდაზღვევის ნაწილში ზარალი 20 ივნისის სტიქიის დროს ბევრად დიდი იყო.
„ბოლო დიდი სტიქია 20 ივლისს იყო ჭარბი ნალექის სახით, მაგრამ განსაკუთრებული ზიანიივნისის ბოლოს მოსულმა სეტყვამ მოიტანა. იმისმიუხედავად, რომ დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს, მიახლოებით შემიძლია გითხრათ, რომძირითადი მოთამაშეების ზარალმა, ანუ ვისაცავტოდაზღვევის მიმართულება აქვს დაახლოებით 25-30 მილიონ ლარი შეადგინა. ცხადია ეს უხეშირიცხვია. იმ კონკრეტულ დღეს დაახლოებით10,000 შემთხვევამდე დაფიქსირდა, რაც ერთი ერთი დღისთვის დიდი რიცხვია.
25-30 მილიონი ლარი, ეს იმდენივეა, რაც დაახლოებით 19-ვე სადაზღვევო კომპანიის მოგება პირველ კვარტალში. ამ მოცულობის ზარალზეა საუბარი ერთ დღეში. რომწარმოვიდგინოთ, სადაზღვევო კომპანიებს მოგება I კვარტალში ₾31 მილიონი იყო და რეალურად ერთდღეში ერთი რისკისგან გამოწვეული, აი, ასეთიმოცულობის ზარალი მივიღეთ. შესაბამისად,სეტყვით გამოწვეული ზარალი საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა აქ საუბარი იმაზე, რომმხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების მცირენაწილი იყო დაზღვეული. ზოგადად ქვეყანაში, ავტომობილების დაახლოებით 15%-ია დაზღვეული. თუმცა თუ ვივარაუდებთ, რომ თბილისში ბევრადმეტი ავტომობილია დაზღვეული, ვიდრე რეგიონებშიდა სტიქია ძირითადად თბილისსა და გარეუბნებშიიყო, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომზარალის ანაზღაურება ავტომობილების 30%-ზე მოდის. და 70% ავტომობილების იყოდაუზღვეველი, შესაბამისად ამას სადაზღვევოკომპანია ვერ ხედავს. ეს ხარჯი იქნება მოსახლეობისჯიბიდან გადასახდელი“, - განმარტა მიხეილ ჯაფარიძემ.