PMCG–ს სასტუმროების ფასების ინდექსის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 130 ლარი შეადგინა, 3- ვარსკვლავიან სასტუმროებში - 186 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 290 ლარი.
2026 წლის სექტემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 546 ლარი.
ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში - 795 ლარი, კახეთში - 775 ლარი და შიდა ქართლში - 736 ლარი.
2026 წლის სექტემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.7%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 3.1%-ით შემცირდა. მთლიანობაში, 2026 წლის სექტემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 7.2%-ით შემცირდა 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით.
2026 წლის სექტემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.0%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 7.9%-ით. მთლიანობაში, 2026 წლის სექტემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 8.0%-ით გაიზარდა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით.