„კომერსანტი“ გთავაზობთ 2025 წლის მნიშვნელოვან ბიზნეს მოვლენებს და გარიგებებს საქართველოში. სტატიაში წარმოდგენილია 10 ყველაზე მსხვილი ბიზნეს ამბავი, რომელიც გასულ წელს დაიწყო ან განხორციელდა.

Eagle Hills-ის 6.5-მილიარდიანი საინვესტიციო შეთანხმება

2025 წლის განმავლობაში ყველაზე მტავარი ბიზნეს და საინვესტიციო მოვლენა UAE-ს მსხვილ დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ 6.5-მილიარდიან საინვესტიციო შეთანხმება იყო.

Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს:  თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი): კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები. გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი): პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას. სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი მოიზიდოს, რაც 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შიდა ქართლში $230-მილიონიანი ინვესტიციით ქარის უმსხვილესი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

შიდა ქართლში კომპანია „ფერის“ ჯგუფის წევრმა „ვინდ ფაუერმა“ $230 მილიონიანი ინვესტიციით ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტს EBRD 119 მილიონი დოლარის კრედიტით აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქარის ტურბინა უკვე დამონტაჟდა, სრულად კი 33-ის განთავსებაა დაგეგმილი, რაც მას საქართველოში უმსხვილეს ელექტროსადგურად აქცევს. ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება.

„არქი“ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხანის ადგილას 300 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელებს

დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ სადგურის მოედნის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხანა შეიძინა და თბილისში ახალ უბანს „გრანდ ავენიუს“ ააშენებს. 217,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 250-300 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ახალი საცხოვრებელი უბნის აშენდება.

IG Development-მა 35.6 მილიონ ლარად ჭავჭავაძის გამზირზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შენობა იყიდა

2025 წელს IG Development-მა საპრივატიზაციო აუქციონზე თბილისის ცენტრში მდებარე კიდევ ერთი უძრავი ქონება შეისყიდა. კომპანიამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქონება ₾3 005 000 მილიონად იყიდა. თუმცა საპრივატიზაციო პირობების გათვალისწინებით, ქონების ჯამურმა საპრივატიზაციო თანხამ ₾36 მილიონი შეადგინა.

ბიზნესმენ მინდია საბანაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე ორი 30 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

„ვისოლ ჯგუფმა“ 28 მილიონ ლარად, თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობა იყიდა

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა 14-ში მდებარე სახელმწიფო ქონება, ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ₾28.2 მილიონად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მომიჯნავე 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობის მფლობელია, რომელიც კომპანიამ საჯარო აუქციონზე 2022 წელს 65 მილიონ ლარად შეიძინა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით აუქციონზე თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 28.2 მილიონ ლარად 17 დეკემბერს გაიყიდა.

Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა

„დეილი ჯგუფმა“ და Tempo Beverages Ltd-მა (ტემპო ჯგუფი) წარმატებით დაასრულეს სტრატეგიული მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც „ტემპო ჯგუფი“ ქართული ლუდის კომპანიის („ზედაზენი“) 60%-იანი წილის მფლობელი გახდა.შესაბამისად, „ტემპო ჯგუფის“ ინვესტიციით, არაპირდაპირ, „ჰაინეკენიც“ „ზედაზენის“ მეწილე ხდება. 

გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს შეადგენს. 

თბილისში სასტუმრო „თაბორი პარაგრაფი“ და სასტუმრო „ტელეგრაფი“ გახსნა

„თანაინვესტირების ფონდმა“ 2025 წლის სექტემბერში სასტუმრო თაბორი პარაგრაფი გახსნა. სასტუმრო, 176 ნომერს აერთიანებს და მასზე მთავრობის ინფორმაციით, 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ კი 2025 წლის სექტემბერში თბილისში ფოსტის ყოფილი შენობის ადგილას, სასტუმრო „ტელეგრაფი“ გახსნა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ ევროს აჭარბებს.

თბილისში მშრალი პორტი გაიხსნა

„თბილისის მშრალი პორტი“ (Tbilisi Dry Port) ოფიციალურად გაიხსნა. თბილისის მშრალი პორტი, რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალია.

თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე 3 ფაზად შენდება. უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რომელშიც 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამ ფაზის დასრულების შემდეგ, პორტს წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება შეეძლება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ კი მისი სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება.

„ბაზისბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

„ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელმა ირაკლი რუხაძის განცხადებით „ბაზისბანკის“ და „ლიბერთის“ გაერთიანება იგეგმება.

რუხაძის განცხადებით, მხარეებს შორის ერთ-ერთი შეუთანხმებელი საკითხი გარიგების ღირებულება იყო.

საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის

საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. საქართველოში მისი ოპერატორი ქუვეითური კონგლომერატი Alshaya group იქნება.

პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, თუმცა რამდენიმეწლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე. პირველი ფილიალის გახსნა ვაკეში გაზაფხულზე იგეგმება.