დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-07 21:00:14

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. მთავრობის უარი და თანხმობა - რა განსხვავებაა აზიის განვითარების ბანკის და ევროკავშირის სესხებს შორის

მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მტკიცებისა, სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში ფინანსური ვალდებულებების ზრდამ 3.5 მილიარდი ლარი შეადგინა, წლის ბოლომდე კი 12 თვეში აღებული ვალდებულებების მოცულობა 5.3 მილიარდ ლარს მიაღწევს. 

 

 

2. მაღაზიები და რესტორნები ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ  საქართველოში ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს.

 

 

 3.  საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის ადგილობრივი საწარმო ამუშავდა

„ელპლუსმა“ პირველად საქართველოში, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო და განავითარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მსოფლიო ბრენდების იმპორტიორი კომპანიაა, აქვს ამბიცია, ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლოს იმპორტი.

 

 

4. ერევანმა ბაქოს ნახიჩევანისკენ ცა გაუხსნა – პირველი ნაბიჯი სომხეთის დეიზოლაციისკენ და საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივა

პირველად, მრავალი წლის შემდეგ, აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიამ სომხეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დაიწყო. 6 ოქტომბრიდან ავიაკომპანია AZAL , ბაქო - ნახიჩევანი - ბაქოს შიდა რეისებს  სომხეთის საჰაერო კორიდორის გამოყენებით ასრულებს. 


 

 

5. ივერონი: დეველოპერებს მალე, შესაძლოა, მშენებლობის დაწყების სურვილი აღარ ჰქონდეთ

პანდემიის და ამოქმედებული რეგულაციების პარალელურად, დეველოპერული სექტორი ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად სამშენებლო მასალებზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.

 

 

6. ანალიტიკოსი საქართველოს განვითარების ყველაზე დიდ მუხრუჭად სათამაშო ბიზნესს ასახელებს

ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ აზარტული თამაშების სექტორის ზრდის შეფასებისას განაცხადა, რომ ,,არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი ზრდა. ამ პირობებში გასაკვირი ისაა, ეკონომიკის სხვა სექტორები საერთოდ როგორ არსებობს“.

 

 

7. ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „სნექი“ მეორე მაღაზიას ხსნის

დაახლოებით ერთი წელია, რაც ბაზარზე ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი კომპანია „სნექი“ გამოჩნდა და ის მომხმარებელს არაქისის კარაქს ყოველგვარი დანამატების გარეშე სთავაზობს. 

 

 

8.  ბავშვის ტანსაცმლის გამოფენაზე Playtime Trade Shows Paris 2022 ქართული მწარმოებელი „რკო“ წარდგება

ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები 2022 წლის დასაწყისში პარიზში, საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME-ზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ.

 

 

9. ჩინეთი სასუქების ექსპორტს შეზღუდავს

სასუქების გლობალურ ბაზარს დეფიციტი ელოდება იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს ორი ფაქტორი დაემთხვა - მოთხოვნის მკვეთრი ზრდა და პარალელურად ჩინეთის მიერ ამ პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვა.

 

 

10.  Forbes: ენერგოკრიზისის მიზეზად ალტერნატიულ ენერგიაზე ფორსირებულ გადასვლას ასახელებენ

Bank of America-ს დასკვნით, ზამთარში ნავთობის ფასმა შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს და ამან ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up