მაღაზიები და რესტორნები ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან

მაღაზიები და რესტორნები ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან

access_time2021-10-07 11:00:06

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ  საქართველოში ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს. სპეციალურად ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. ამისთვის მნიშვნელოვანია საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით ვადაგასული სურსათის გადაცემა არ დაიბეგროს, რა მიმართულებითაც კანონმდებლობა შეიცვლება.

 


როგორც ,,კომერსანტს“  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა აცნობა, შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე მუშაობა ორიოდე კვირაში დაიწყება, ხოლო უკვე 2022 წლის ბოლოს საქართველოს ექნება გამართული საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს,  განახორციელოს იმ პროდუქტის დონაცია, რომლის გაყიდვა, შენახვის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელი არ არის, მაგრამ ადამიანისთვის უსაფრთხოა.



,,აგრარულ საკითხთა  კომიტეტი  აქტიურად მუშაობს, რომ მოხდეს სურსათის მარაგების სწორი მართვა და განაწილება. სურსათის ბანკის შექმნა არის მისი ერთ-ერთი კომპონენტი. ჯერჯერობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორ უნდა დალაგდეს იმგვარად, რომ სუპერმარკეტების და სარესტორნო მიმართულების კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი და სურვილი, ამ ინიციატივაში სწორად ჩაერთონ.  გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად, გავაკეთეთ კვლევა, რას გულისხმობს  სიახლე და რა რაოდენობის სურსათი რჩება მოხმარების მიღმა, რომელიც  მართვას საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანია, რათა საკვები  ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. გარდა ამისა, იგი ბიზნესისთვისაც საინტერესო უნდა  იყოს.  საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდა ჩანაწერი, რომ საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით გადაცემაც ჩვეულებრივ იბეგრებოდა. შესაბამისად,  კანონმდებლობის დონეზე მოხდება ცვლილება. გვინდა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს და მოსახლეობასაც გავუზარდოთ წვდომა სურსათზე, რასაც ეს ინიციატივა ემსახურება“, - აცხადებს ხატია წილოსანი.



მისი ინფორმაციით, სურსათის ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.




სისტემაში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა ამასთან ის წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო რეჟიმით.



სურსათის ბანკის შექმნის შესახებ პირველადი დოკუმენტის განხილვები დაახლოებით 2 კვირის ვადაში იგეგმება. ცვლილებების ინიცირებას აგრარული კომიტეტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდენს.



,,მნიშვნელოვანია კანონი შემუშავდეს და რეალურად იმოქმედოს, რომ ამით ბიზნესმა და მოსახლეობამაც მიიღოს სარგებელი. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა საგაზაფხულო სესიისთვის დაიწყება, ხოლო  2022 წლის ბოლოსთვის გვექნება ყველა პირობა, რომ გამართული საკანონმდებლო ჩარჩო არსებობდეს ქვეყანაში“, - აცხადებს წილოსანი ,,კომერსანტთან“.

 


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 20 ქვეყანაში მცხოვრებ 35 მილიონამდე ადამიანს მომდევნო თვეების განმავლობაში შიმშილის საფრთხე ემუქრება. ამის გამომწვევ ძირითად მიზეზად სპეციალისტები კორონავირუსის პანდემიას, კლიმატის ცვლილებასა და შეიარაღებულ კონფლიქტებს ასახელებენ.



ამის პარალელურად კი, როგორც ცნობილია, ყოველწლიურად 1,3  მილიარდი ტონა საკვები იყრება და იკარგება მსოფლიოში, რაც დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს გამოკვებავდა.



რაც შეეხება საქართველოს, სურსათზე ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. 622 266 ადამიანი სახელმწიფოს დახმარების იმედადაა. გაეროს არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ ათასობით ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, ბავშვები. ოფიციალური მონაცემით, ყოველწლიურად დაახლოებით 900 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 700 ათასი ტონა მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ხვდება, საიდანაც  40% სწორედ ორგანული ნარჩენია, რომლის უდიდესი ნაწილი საკვებია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up