საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის ადგილობრივი საწარმო ამუშავდა

საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის ადგილობრივი საწარმო ამუშავდა

access_time2021-10-07 12:00:23

„ელპლუსმა“ პირველად საქართველოში, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის წარმოება დაიწყო და განავითარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, მსოფლიო ბრენდების იმპორტიორი კომპანიაა, აქვს ამბიცია, ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლოს იმპორტი.

 


როგორც ,,ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, კომპანია უკვე 16 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. ,,ელპლუსმა“  საქმიანობა დაიწყო, როგორც სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიო ბრენდების იმპორტიორმა კომპანიამ,  თუმცა 2021 წლიდან (ტესტ რეჟიმში კი 2020-დან) პირველად საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის ადგილობრივი წარმოება აამუშავა.



,,აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტების განხორციელებისას, ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქციის 30% უკვე ჩანაცვლებული გვაქვს ადგილობრივი, ჩვენს საწარმოში შექმნილი პროდუქციით. რაც შეეხება სტანდარტს, ვფლობთ ISO9001:2015 სერტიფიკატს. ,,ელპლუსის“  წარმოებულ ცეცხლმედეგ კარს გავლილი აქვს ევროპული სტანდარტის მქონე ტესტ რეპორტი. ახლო მომავალში ვიწყებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენს ქარხანაში ნაწარმოებმა ცეცხლმაქრებმა მიიღონ ევრო ნორმებით დადგენილი სერტიფიცირება. ამ ორი პროდუქტით ვეცდებით ქართული ბაზრის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ადგილობრივი პროდუქციით ჩავანაცვლოთ“, - ამბობს ვაკო საღირაშვილი.




მისი ინფორმაციით, 2020 წელთან შედარებით,  კომპანიამ წარმოება 50%-ით გაზარდა.   



,,საწარმოში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული მასალა. იწარმოება ცეცხლმაქრები, სახანძრო კარები, ცეცხლგამძლე კარადები, ცეცხლმედეგი ვენტილირებადი ფასადები, მეტალის სტელაჟები და სხვა პროდუქცია. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. სხვა კომპანიების მსგავსად, პანდემიის დროს ,,ელპლუსიც“ დადგა გარკვეული გამოწვევების წინაშე. შეჩერდა დიდი მნიშვნელოვანი პროექტები, განსაკუთრებით ჰოსფითალითი სექტორში, რამაც გამოიწვია რეალიზაციის შემცირება.  სხვა კომპანიების მსგავსად, ჩვენც აღმოვჩდით არასახარბიელო მდგომარეობაში. თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სირთულეებს თავი წარმატებით გავართვით და კოვიდ კრიზისის დროს, ჩვენი კომპანიის არც ერთი კადრი არ დარჩენილა სამუშაო ადგილის გარეშე. მეტიც, 2021 წლიდან კომპანიის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, ახალი მიმართულებები გავხსენით და ახალი თანამშრომლები  დავასაქმეთ“, - აღნიშნავს ვაკო საღირაშვილი.



კომპანიისთვის ახლა მთავარი  კვალიფიციური კადრებია, რაც ზოგადად ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა.



,,კომპანიაში სრულად, მათ შორის საწარმოსა და ოფისში, 200–მდე თანამშრომელია დასაქმებული. ტექნიკური მიმართულებით, დარგის სპეციალისტების დეფიციტი ნამდვილად შეინიშნება. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი კადრების საზღვარგარეთ გადამზადებას და დასავლური გამოცდილების დანერგვას“, - ამბობს ბიზნესის განვითარების დირექტორი ,,კომერსანტთან“.


მარი ჩიტაია

ცნობისთვის, „ელპლუსმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.  

კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 6.000.000 ლარს შეადგენს, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოში“-ს პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up