ანალიტიკოსი საქართველოს განვითარების ყველაზე დიდ მუხრუჭად სათამაშო ბიზნესს ასახელებს

ანალიტიკოსი საქართველოს განვითარების ყველაზე დიდ მუხრუჭად სათამაშო ბიზნესს ასახელებს

access_time2021-10-07 17:00:00

ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ აზარტული თამაშების სექტორის ზრდის შეფასებისას განაცხადა, რომ ,,არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი ზრდა. ამ პირობებში გასაკვირი ისაა, ეკონომიკის სხვა სექტორები საერთოდ როგორ არსებობს“.



2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 6.231 მლრდ ლარით, 2018 წელთან შედარებით კი 18.285 მლრდ ლარით მეტია.



კუკულაძე ამბობს, რომ სწორედ ეს არის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭი, რადგან აზარტული თამაშები არის ერთადერთი, რომელსაც არ ჰყავს მომიჯნავე სექტორები, რომელსაც განვითარებაში დაეხმარება.




,,ახლა ვართ რეალობაში, როცა ეკონომიკაში თუ რამე ფული ტრიალებს, მას გაიწოვს სათამაშო ბიზნესი სრულად. ეს გასაკვირი არ არის, როცა ისეა მიშვებული ეს სექტორი – როგორც ჩვენთანაა. ეს არის ძალიან სპეციფიური სექტორი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება მისი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური გავლენების გამო. ჩვენთან საერთოდ მიშვებულია.

ახლაც კი, როცა რეალური/მიწის კაზინოები დახურულია, მოგება ისევ დიდი მასშტაბით იზრდება, მაგრამ ეს გასაკვირი არცაა. ყველა მოწყობილობაში, მობილურიდან კომპიუტერამდე, მინი კაზინოებია ჩართული. ეს სექტორი არ საჭიროებს რეგულაციების დაცვას რომ ჩვეულ რეჟიმში იმუშაოს. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი ზრდა. ამ პირობებში გასაკვირი ისაა, ეკონომიკის სხვა სექტორები საერთოდ როგორ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკის განვითარების ყველა დიდი მუხრუჭი სათამაშო ბიზნესია. გამომდინარე ერთი, მარტივი ჭეშმარიტებიდან - ზრდა რომელიც ამ სექტორს აქვს, სხვა სექტორებიდან არის მიღებული, რომელიც რაღაცას ქმნის. სათამაშო ბიზნესი კი არ ქმნის არაფერს, ამ რეალობაში არც სამუშაო ადგილებს, რადგან თამაშები ონლაინაა. ამასთან, ეს არის ერთადერთი სექტორი, რომელიც არცერთ მომიჯნავე დარგს არ აფინანსებს. არც კი ჰყავს ასეთი დარგები. ამიტომ მე გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ამ პირობებში რა პირობებითაც დღეს აზარტული თამაშების ბიზნესი ფუნქციონირებს, იქნება ასე ან ამაზე უარესად“, - განაცხადა ზურა კუკულაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



შეგახსენებთ, სათამაშო ბიზნესი პანდემიის დაწყებიდან სრულად ონლაინ სივრცეშია გადანაცვლებული და შეზღუდვების მოხსნის არც ერთ ეტაპზე არ გახსნილა.



bpn.ge






პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500 და 2,8600 ლარი ღირს

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500  და 2,8600 ლარი ღირს
access_time2022-08-15 13:00:23
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8050  ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.   12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი...

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე
access_time2022-08-15 14:00:14
შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები. „კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან...

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს
access_time2022-08-15 12:00:57
საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს. „საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით 10 ლარით არის შემცირებული, წლიურად კი თითქმის 61.8 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 217.3 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება...


მსგავსი სიახლეები

up