ბავშვის ტანსაცმლის გამოფენაზე Playtime Trade Shows Paris 2022 ქართული მწარმოებელი „რკო“ წარდგება

ბავშვის ტანსაცმლის გამოფენაზე Playtime Trade Shows Paris 2022 ქართული მწარმოებელი „რკო“ წარდგება

access_time2021-10-07 14:00:49

ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები 2022 წლის დასაწყისში პარიზში, საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME-ზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ. ქართველი დიზაინერები მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წარდგებიან.



ერთ-ერთი ქართული ბრენდი არის  ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია ,,რკო“, რომელიც გლობალურ გამოფენებზე უკვე მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელმა, დიზაინერმა თამუნა მესარკიშვილმა უთხრა ,,კომერსანტს“.



,,პარიზში გამოფენა იანვარში ჩატარდება. ამჯერადაც ჩვენი მხარდამჭერი სააგენტო ,,აწარმოე საქართველოშია“,  რომელიც საშუალებას გვაძლევს, საქართველოში დამზადებული, ქართული პროდუქცია მსოფლიოს გავაცნოთ და გლობალურ ბაზრებზე პოზიციები გავიუმჯობესოთ. გამოფენაზე ბავშვთა ტანსაცმლის ახალ კოლექციას წარვადგენთ. ჩვენთვის ეს რიგით მეოთხე გამოფენაა, ძალიან დაგვეხმარა, რადგან გაგვეზარდა საერთაშორისო  ბაზრებზე გაყიდვა, პირველივე წელს მივიღეთ შეკვეთები და ამან წარმოების სერიოზული ზრდის შესაძლებლობა მოგვცა. ამდენად, ძალიან დიდი მხარდაჭერაა. გარდა იმისა, რომ ახალ ბაზრებს ვითვისებთ, ფართოვდება კონკრეტულ ქვეყნებში მომხმარებელთა წრე, ყოველ პირველ შეკვეთას მოსდევს მეორე, მესამე და სხვა, რასაც განაპირობებს ხარისხი და განსხვავებული სტილი. ეს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს თამუნა მესარკიშვილი ,,კომერსანტთან“.  

 



საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME წარმოადგენს ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. გამოფენა ტრადიციულად იმართება ნიუ-იორკში, პარიზსა და შანხაიში. ბოლო წლების განმავლობაში გამოფენის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა.



გამოფენის მონაწილე კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.



გარდა პარიზისა, ბავშვთა ტანსაცმლის გამოფენა ჩატარდება იტალიაშიც. Pitti Immagine Bimbo არის ბავშვის ტანსაცმლის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, რომელიც ტრადიციულად ქალაქ ფლორენციაში ტარდება.



გამოფენას ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს და მონაწილეობას იღებს 500-მდე საერთაშორისო ბრენდი. Pitti Immagine Bimbo იზიდავს მსხვილ ბრენდებსა და მულტინაციონალურ ვიზიტორებს.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up