ჩინეთი სასუქების ექსპორტს შეზღუდავს

ჩინეთი სასუქების ექსპორტს შეზღუდავს

access_time2021-10-07 19:00:06

სასუქების გლობალურ ბაზარს დეფიციტი ელოდება იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს ორი ფაქტორი დაემთხვა - მოთხოვნის მკვეთრი ზრდა და პარალელურად ჩინეთის მიერ ამ პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვა.

 


იმპორტიორებმა ჩინეთის მხრიდან მოწოდების უმნიშვნელო შემცირება უკვე დააფიქსირეს და ეს მაშინ, როდესაც ტრადიციულად, წლის ბოლო ქიმიური სასუქების ექსპორტი პირიქით, იზრდებოდა.

 


ბაზრის სხვა მოთამაშეები, ჩინეთის ქმედებების გამო დეფიციტის წარმოქმნის და ფასების ზრდის მოლოდინში, პროდუქციის გაყიდვას არ ჩქარობენ. სავარაუდოდ, შეზღუდვები შესაძლოა ნოემბრიდან ამოქმედდეს - ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხს ჩინეთის განვითარების და რეფორმების სახელმწიფო კომისია განიხილავს. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია პეკინიდან ამ საკითხზე ჯერ არ გავრცელებულა.

 


შესაძლო დეფიციტის მოლოდინში საერთაშორისო ბაზარზე აზოტის სასუქებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთის პოზიცია ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია - ჩინეთზე კარბამიდის მსოფლიო წარმოების 10%, ხოლო ფოსფატების 30% მოდის.

 



2020 წელს ჩინეთმა საერთაშორისო ბაზარზე 29 მლნ. ტონა სასუქების გაყიდა. ძირითადი იმპორტიორები არიან ინდოეთი, პაკისტანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები და ავსტრალია. სწორედ ამ მომხმარებლებს ელით პირველ რიგში სასუქების მწვავე დეფიციტი და ფასების ზრდა - უკვე დღეს აზოტოვანი და ფოსფატური სასუქების ფასი ისტორიულ რეკორდებს ხსნის - 1 ტონა კარბამიდი 650 დოლარი ღირს, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 90%-ით მეტია.

 


ვითარებას ბაზარზე ასევე ართულებს შტატების მიერ საკუთარი მწარმოებლების დაცვის მიზნით, სასუქების დიდი რაოდენობის ექსპორტიდან შიდა ბაზარზე გადამისამართება. ჩინეთის მხრიდან ქიმიური პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების პირველი პრეცედენტი არაა - აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ჩინეთიდან 2020 წელს 11%-ით შემცირდა და პროდუქცია შიდა ბაზარზე განაწილდა.

 


თუმცა, ექსპერტები მდგომარეობას კრიტიკულად არ მიიჩნევენ - მაგალითად, კარბამიდის დეფიციტის შევსება საუდის არაბეთს და მაროკოს შეუძლიათ, ამ მხრივ დიდი პოტენციალი ასევე რუსეთს აქვს.

 


თუმცა, რუსეთს ამ კუთხით გარკვეული პრობლემები აქვს - ექსპორტიორებს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ინტერესების გათვალისწინებაც მოუწევს, რომლებიც ქიმიურ მრეწველობას ფასების ხელოვნურ ზრდაში ადანაშაულებენ.

 


ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის მიერ ექსპორტის შეწყვეტა საერთაშორისო ბაზარს წელიწადში 2 მლნ. ტონა სასუქებს დააკლებს.

 


თუ პეკინი ამ ნაბიჯს მართლაც გადადგამს, საერთაშორისო ბაზარს დეფიციტი და ფასების ზრდა ელის - იმის მიუხედავად, რომ, როგორც უკვე ითქვა, დანაკლისის კომპენსირების შესაძლებლობები არსებობს, ეს ყველა შემთხვევაში წარმოების ზრდას და ახალ ინვესტიციებს მოითხოვს, რაც ფასების ზრდას აუცილებლად გამოიწვევს.

 

 

Kommersant.tu





ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up