ერევანმა ბაქოს ნახიჩევანისკენ ცა გაუხსნა – პირველი ნაბიჯი სომხეთის დეიზოლაციისკენ და საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივა

ერევანმა ბაქოს ნახიჩევანისკენ ცა გაუხსნა – პირველი ნაბიჯი სომხეთის დეიზოლაციისკენ და საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივა

access_time2021-10-07 13:00:47

პირველად, მრავალი წლის შემდეგ, აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიამ სომხეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დაიწყო. 6 ოქტომბრიდან ავიაკომპანია AZAL , ბაქო - ნახიჩევანი - ბაქოს შიდა რეისებს  სომხეთის საჰაერო კორიდორის გამოყენებით ასრულებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გავლენა ექნება მიღებულ გადაწყვეტილებას კავკასიის დერეფანზე და იმ შემთხვევაში თუ სომხეთი სხვა მიმართულებითაც მისცემს აზერბაიჯანს ფრენის უფლებას, დაკარგავს თუ არა საქართველო შემოსავალს.

 


HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ მთავარია კავკასიამ უსაფრთხო რეგიონის სახელი მოიპოვოს. მისი თქმით, რაც უფრო სტაბილური იქნება ჩვენი გარემო, რეისები დაინიშნება და ცა გაიხსნება, მიზიდულობა მეტად გაიზრდება.

 


„ჩვენ აზერბაიჯანის და სომხეთის სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ ვფიქრობ, რომ რეგიონში „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი უნდა დასრულდეს. კავკასიის ქვეყნებმა თანაცხოვრება ერთად უნდა შევძლოთ და მონოპოლიის გზით არ უნდა შევეცადოთ ფულის შოვნას. ასეთი რამ რკინიგზის შემთხვევაში უკვე მოგვივიდა, როდესაც შექმნილი პოლიტიკის გამო ტვირთები დავკარგეთ. საქართველოს გავლით სომხეთში 400 000 ტონა საწვავი შედის, იმის გამო, რომ მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ საქართველოს რკინიგზამ გადაზიდვის ფასი 50 დოლარამდე, შემდეგ 60-მდე გაზარდა, დღეს ეს თანხა 93 დოლარს შეადგენს. ამის გამო, მათ მანქანები გადააკეთეს, დღეს სომხეთში მანქანების 80% გაზზე დადის, ასევე სომხეთის მომარაგება ირანმა დაიწყო. არ შეიძლება მონოპოლისტური გზებით ბიზნესის კეთება. აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო რაც უფრო გახსნილი იქნება და ბიზნესს შეეძლება თვითონ აირჩიოს უსაფრთხო კორიდორი, მით უკეთესი ჩვენთვის“, - განმარტავს გიორგი კოდუა.

 



გიორგი კოდუა ამბობს, რომ საქართველოს კონკურენტი არის არა აზერბაიჯანი და სომხეთი, არამედ რუსეთი. HUB Georgia-ს დამფუძნებლის თქმით, კავკასიაში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით სარგებელი მხოლოდ რუსეთს აქვს.

 


„დღევანდელი მდგომარეობით სარგებელს მხოლოდ რუსეთი პოულობს, რადგან დიდი ტერიტორიაა, უსაფრთხოა. ისინი კავკასიაზე გავლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ , რადგან კორიდორები სადღაც ჩაკეტილია, სადღაც ღიაა. იბერია კორიდორზე რუსეთის სახელმწიფო გარანტიას იძლევა. კავკასიის ტრასები გაერთიანებული და მოხერხებული უნდა იყოს ავიაკომპანიებისთვის, რათა სამხრეთ კორიდორი უფრო მიმზიდველი გახდეს. საქართველოში რომ თვითმფრინავი შემოვიდეს, არ უნდა დაინახოს წითელი ხაზები, რაც უფრო მწვანე გამოჩნდება, ჩვენი რეგიონი მით უფრო მიმზიდველი გავხდებით მსხვილი კომპანიებისთვის. მაგალითად american airlines-მა რუსეთის კორიდორის ნაცვლად შეიძლება, სამხრეთ კავკასიის ცა გამოიყენოს. დღეს სამწუხაროდ ყველა რეისები ჩრდილოეთზე დადის“, - აცხადებს გიორგი კოდუა.

 


ავიაკომპანია „ჯორჯიან ერავეზისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ზოგადად ბაზრის ამინდს არ შეცვლის. მისი თქმით, ტრაფიკის კუთხით სიტუაცია რეგიონში უცვლელი დარჩება.

 


„დღესდღეობით საქართველოდან პირდაპირი რეისები არის როგორ სომხეთზე, ერევანზე, ასევე აზერბაიჯანზე, ბაქოზე. ამის გარდა ცალკე აღებული ბაქოდან რეისები არის როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე ამერიკის მიმართულებით. ამავდროულად სომხეთიდან დსთ-ის გარდა რეისი არ მუშაობას, მათ ძლიერი ეროვნული გადამზიდავი არ ჰყავთ, ერთადერთი კომპანია რომელიც დომინირებს ბაზარზე, ეს არის Armenian Airlines. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეისი ბაზრის ამინდს არ შეცვლის. ის მგზავრთა ნაკადი, რომელიც ჩვენ გვქონდა, ისევ დარჩება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გახსნა ნახიჩევანი და არ გახსნა სხვა ქალაქები. ამ გადაწყვეტილებას ალბათ პოლიტიკურად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად მგზავრთა ტრაფიკის კუთხით ჩვენთვის სიტუაცია აბსოლუტურად უცვლელი დარჩება“, განმარტავს იასე ზაუტაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up