ივერონი: დეველოპერებს მალე, შესაძლოა, მშენებლობის დაწყების სურვილი აღარ ჰქონდეთ

ივერონი: დეველოპერებს მალე, შესაძლოა, მშენებლობის დაწყების სურვილი აღარ ჰქონდეთ

access_time2021-10-07 16:00:00

პანდემიის და ამოქმედებული რეგულაციების პარალელურად, დეველოპერული სექტორი ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად სამშენებლო მასალებზე გაზრდილ ფასებს ასახელებს.



როგორც დეველოპერული კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ფასები სამშენებლო მასალებზე კატასტროფულად გაიზარდა და მისი ასახვა საბოლოო პროდუქტის გაყიდვისას ვერ ხდება, საბოლოო ჯამში კი დეველოპერი ზარალობს.



„არმატურის ფასები გასამმაგდა, მაგალითად, ახალი სამშენებლო ფანერა თუ ღირდა 90-100 ლარი, ახლა ღირს 170-200 ლარი. ის დრო აღარ არის, ყველა რომ აშენებდა, ახლა 6 თვეში სამუშაოების შესრულება შეიძლება სახვეწარი გახდეს იმდენად გაძვირებულია ყველაფერი და ისეთ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუ ასე გაგრძელდა და მშენებელს სურვილი აღარ ექნება მშენებლობა დაიწყოს, ამას თუ ნებართვების გართულებული გაცემა და რეგულაციები დაემატება, მოიკლო მშენებლობის ტემპმა, მერწმუნეთ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით,“ - აცხადებს ჯაყელი.




მისივე განცხადებით, მიმდინარე პროექტებში გაყიდვები თითქმის განახევრებულია. დასრულებულში - რეალიზაციის მაჩევენებელი 2019 წლის იდენტურია.



„ვერ ვზრდით ფასს, დიდ დიღომში 1 კვადრატული მეტრის ფასი 600 დოლარამდეა, 700 ან 800 დოლარამდე რომ გააძვირო, საბურთალოს ფასი გამოდის და ვერ გაყიდი, გამორიცხულია,“-აცხადებს ჯაყელი.



დგას თუ არა იმის რისკი, რომ შექმნილ სიტუაციაში დეველოპერს აღარ უღირდეს ახალი პროექტების დაწყება, ჯაყელი განმარტავს, რომ „ივერონის“ შემთხვევაში ხდება სიტუაციაში დაკვირვება. „არ ვიცი ახალი პროექტი დავიწყო თუ არა. ვუყურებ სიტუაციას, იქნებ ცოტა უკეთესობა იყოს და ნათელი წერტილები გამოჩნდეს. თუ არადა, მიმდინარე უნდა ჩავხურო და სხვა რამე მოვიფიქრო,“ - აცხადებს ჯაყელი.



business-partner.ge


თეგები:
მშენებლობა



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up