ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „სნექი“ მეორე მაღაზიას ხსნის

ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „სნექი“ მეორე მაღაზიას ხსნის

access_time2021-10-07 15:00:46

დაახლოებით ერთი წელია, რაც ბაზარზე ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი კომპანია „სნექი“ გამოჩნდა და ის მომხმარებელს არაქისის კარაქს ყოველგვარი დანამატების გარეშე სთავაზობს. კომპანია თავიდან ონლაინ გაყიდვებზე მუშაობდა და ახლა უკვე მეორე მაღაზიის გახსნისთვის ემზადება.


 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელმა იესე პატიაშვილმა აღნიშნა, მან და მისმა მეგობრებმა ბიზნესი ძალიან მცირე, დაახლოებით ხუთასლარიანი ინვესტიციით დაიწყეს, ლოგოც ფოტოშოპში თვითონვე ააწყვეს და პროდუქტი სოციალურ ქსელში დაარეკლამეს, რასაც მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ მაღალი დაინტერესება მოჰყვა.



“არაქისის კარაქს საკვებ დანამატად ვიყენებდი, რაც საქართველოში მხოლოდ იმპორტით შემოდიოდა, დეფიციტური იყო და ძვირი ღირდა, თავიდან უბრალოდ გავტესტეთ, შესაძლებელი იყო თუ არა ადგილობრივი წარმოება გაგვეკეთებინა, ვფიქრობ გაამართლა.

სნექი საქართველოში წარმოებული პირველი მასობრივად ხელმისაწვდომი არაქისის კარაქია, სხვა კომერციულად და მასობრივად ხელმისაწვდომი მსგავსი პროდუქტი არ მახსენდება, შეიძლება პირადი მოხმარებისთვის ამზადებენ და ვიწრო წრეში ყიდიან.

რაც შეეხება ინვესტიციას, თავიდან თითქმის არანაირი ინვესტიცია არ განგვიხორციელებია, უბრალოდ ბლენდერი შევიძინეთ, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ეტიკეტი ფოტოშოპში და სოციალურ ქსელში რეკლამა გავუშვით, ალბათ მიზერული 500–ლარიანი ინვესტიცია განვახორციელეთ“, - აღნიშნა იესე პატიაშვილმა.

 




არაქისის კარაქისთვის მიწის თხილი ინდოეთიდან შემოაქვთ, როგორც პატიაშვილი ამბობს, აღნიშნული პროდუქტი არაგენმოდიფიცირებული და სერტიფიცირებულია და ის არაქისის კარაქის საწარმოებლად დაახლოებით 15 წელია, რაც გამოიყენება. პატიაშვილი ფიქრობს, რომ ქართული არაქისის კარაქი იმპორტირებულს კონკურენციას გაუწევს, რადგან „სნექის“ პროდუქტის ფასი იმპორტირებულთან შედარებით 50%–ით დაბალია, ის შეკვეთის მიღების შემდეგ მზადდება და მომხმარებლებთან იმპორტირებულთან შედარებით უფრო “ფრეში“ მიდის, ამას გარდა იმპორტირებული კარაქი საკმაოდ დეფიციტურია.

 


„იმპორტირებულთან შედარებით ჩვენი პროდუქტი 50%–ით იაფია, როგორც ჩვენი მომხმარებლები, სპორტული დანამატების მაღაზიებიდან და სპორტ დარბაზებიდან გვეუბნებიან, იმპორტირებულ პროდუქტს ძალიან დიდი, დაახლოებით 1-2 თვიანი წყვეტები აქვს და ეს მათ აფერხებს იმაში, რომ თაროები მუდმივად სავსე ჰქონდეთ, რაც ასევე ქსელური მაღაზიებისთვის დიდი პრობლემაა, ჩვენ შემთხვევაში მოთხოვნის შემდეგ ხდება დამზადება, ანუ პროდუქტს არ ვასაწყობებთ, შესაბამისად ბევრად უფრო მარტივია ჩვენთვის ვადების კონტროლი. ასევე კომფორტულია სასაწყობე ფართის მხრივაც,  საწყობისთვის დიდი ფარის ქირაობა არ გვიწევს და მიწოდების დროსაც მომხმარებელთან უფრო „ფრეში“ მიდის, რადგან რამდენიმე დღის დამზადებულია. კონკურენტებთან შედარებით ეს უპირატესობა გვაქვს“, - აღნიშნა იესე პატიაშვილმა.



რაც შეეხება ფიზნესის გაფართოებას, პატიაშვილი ამბობს, რომ მათი მიზანი ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ მთელ საქართველოში ქსელურ მაღაზიებში შესვლაა. ამ ეტაპზე მომხმარებელი „სნექს“ „შინხოფერის“, ხოლო ახლო მომავალში „ფრესკოს“ მაღაზიებშიც შეხვდება. ასევე მისი შეძენა საკვები დანამატების მაღაზიებსა და სპორტ დარბაზებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, კომპანია “სნექი“ თანამშრომლობს „ვოლტთან“, „გლოვოსთან“ და „ბოლტთან“, როგორც იესე პატიაშვილი ამბობს, „სნექსის“ გაყიდვები საკმაოდ მაღალია.

 


რაც შეეხება “სნექის“ მაღაზიებს, იესე პატიაშვილი ამბობს, რომ თითო მაღაზიის ინვესტიცია დაახლოებით 10 000 ლარია, რისთვისაც კომპანიამ ბიზნეს სესხით ისარგებლა. ამ ეტაპზე კომპანიას ათი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, არაქისის კარაქი 300 გრამიან და 1 კილოგრამიან შეფუთვებში იყიდება.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up