Forbes: ენერგოკრიზისის მიზეზად ალტერნატიულ ენერგიაზე ფორსირებულ გადასვლას ასახელებენ

Forbes: ენერგოკრიზისის მიზეზად ალტერნატიულ ენერგიაზე ფორსირებულ გადასვლას ასახელებენ

access_time2021-10-07 20:00:01

Bank of America-ს დასკვნით, ზამთარში ნავთობის ფასმა შესაძლოა 100 დოლარს გადააჭარბოს და ამან ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს.

 


ანალიტიკოსების აზრით, ამას ხელს 3 ფაქტორი შეუწყობს - ცივი ზამთარი, გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდა და ელექტროენერგიის გამომუშავებაში გაზის ჩანაცვლება ნავთობით. თუმცა, ეს ჩანაცვლება ყველგან ვერ იქნება შესაძლებელი - ევროპამ „მწვანე ლობის“ წყალობით ეს შანსი დაკარგა - ეს არარაციონალური და გაუაზრებელი მოქმედებების ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია.

 


დღეს უკვე არავინ უარყოფს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ენერგოკრიზისის მთავარი მიზეზია ალტერნატიულ საწვავზე ზედმეტად ფორსირებული გადასვლა და ნახშირზე და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ელექტროსადგურების მასობრივი დაკეტვა.

 


ეკონომიკა ეკოლოგიას ემსხვერპლა - მზის და ქარის ენერგიის იმედით ევროპაში ასობით ელექტროსადგური დაიკეტა და დღეს მათი თავიდან ამუშავება თითქმის შეუძლებელია.

 


„ბოლო ათწლეულის მანძილზე ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ასობით ნახშირის ელექტროსადგური დაკეტეს. ბრიტანეთში ასეთი ობიექტი სულ 2 დარჩა. ესპანეთმა თავისი ნახშირის სადგურების ნახევარი დაკეტა. ევროპამ განახლებადი ენერგიის გამომუშავებაზე ტრილიონობით დოლარი დახარჯეს. თუმცა, 2021 წელს ამ სტრატეგიამ წაიბორძიკა“ - წერს The Wall Street Journal.

 


2021 წელმა ნათლად დაადასტურა, რომ ალტერნატიული ენერგეტიკა ტრადიციული ენერგეტიკის ჩანაცვლებისთვის ჯერ მზადა არ არის - დღეს მსოფლიოში არ არსებობს მზის და ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი რაოდენობით შენახვისთვის საჭირო ტექნოლოგიები.

 


ამავე დროს ალტერნატიული ენერგეტიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მასალების მომპოვებლები ამბობენ, რომ მოხმარების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში ისინი მოთხოვნას ვერ დაეწევიან.


 


ასე რომ,  სწორედ „ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის სტრატეგია“ გახდა ენერგომატარებლებზე ფასების კრიტიკული ზრდის მიზეზი.

 


ქარის და მზის ელექტროსადგურები ბუნებრივ პირობებზე ზედმეტად დამოკიდებულია და ამიტომ მათი მუშაობს ძალზე არასტაბილურია, ხოლო მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის შენახვის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.

 


ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი ასი აქვს და „ენერგეტიკული გადასვლა“ არა მხოლოდ ალტერნატიულ ენერგეტიკაზე გადასვლას, არამედ ტრადიციულ ენერგეტიკაში ახალი, უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას გულისხმობს.

 


ამიტომაც ევროპის ქვეყნები იძულებულები გახდნენ ნახშირზე და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ელექტროსადგურები დაეხურათ - ისინი ახალ, მაღალ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ.

 


გარდა ამისა, „ეკოლოგიური ლობის“ ქმედებების წყალობით, ტრადიციული ენერგეტიკისთვის ინვესტიციებთან წვდომა მკვეთრად გაურთულდათ, რამაც მოპოვება შეამცირა. შესაძლოა, მწვანეები სწორედ ამ რეალობის მიღწევას ცდილობდნენ - ტრადიციული ენერგიის უკიდურეს ზრდას იმისთვის, რომ ბიზნესის მზის და ქარის ტექნოლოგიებზე გადასვლა დაჩქარდეს.

 


ევროპის გარდა ალტერნატიულმა ენერგეტიკამ კრიზისი ამერიკაში, კერძოდ, ტექსასში წარმოქმნა - მზის და ქარის ენერგიის გენერირებაში შეფერხებების გამო შტატის რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვები მოხდა - კერძოდ, მზის და ქარის სადგურების გენერაცია 80 და 55%-ით შემცირდა, შესაბამისად.

 


კრიზისის დროს მზის და ქარის ელექტროსადგურების წვლილი ენერგომოხმარებაში 1%-მდე დავარდა.

 


ახლანდელი დეფიციტის აღმოფხვრა ადვილი არ იქნება - პოლიტიკოსების უგუნურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვიეს დღევანდელი ვითარება და მის გამოსასწორებლად წლებია საჭირო.

 


ნავთობზე და გაზზე მოთხოვნა შეუქცევადად იზრდება, მზის და ქარის ენერგეტიკა მოლოდინებს ვერ ამართლებს, ხოლო Wood MacKenzie-ს ინფორმაციით, „მწვანე ინიციატივების“ გამო ნავთობის, გაზის და ნახშირის ახალი საბადოების აღმოჩენაში საჭიროზე ასობით მილიარდი დოლარით ნაკლები ინვესტიციები ჩაიდო.

 


ამას ერთ კვირაში ვერ გამოასწორებ. ჩვენ შეგვილია მივიდეთ დასკვნამდე, რომ ევროპაში და შტატებში მთავრობებმა ბუნების კანონები დაარღვიეს, შედეგად პოტენციური ენერგოკატასტროფა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up