დღის დოპ 10 საინტერესო სიახლე

დღის დოპ 10 საინტერესო სიახლე

access_time2022-04-21 22:00:05

დღის დოპ 10 საინტერესო სიახლე


1. სარფთან რიგში მდგომი ტრაილერების კოლონის სიგრძე 25 კმ-ს აღწევს

რუსეთ-უკრაინის ომი ეკონომიკურ განვითარებას მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი რეგიონში ანელებს. გამონაკლისი არც საქართველოა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ ქვეყანას პროგნოზირებული მშპ-ის ზრდის ტემპი 5-6 პროცენტიდან 2-3 პროცენტამდე შეუმცირა, უკვე მარტში ექსპორტი რუსეთში 56%-ით, ხოლო უკრაინაში 94%-ით შემცირდა, რითაც საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $50 მლნ-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო. 



2. თხილის მოვლის ხარჯი ჰექტარზე 2500 ლარამდე გაიზარდა

პესტიციდებისა და შხამ–ქიმიკატების გაძვირებამ საქართველოში თხილის მოყვანის ხარჯი საგრძნობლად გაზარდა. ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 1 ჰექტარი თხილის მოვლა-წამლობა 2500 ლარი ჯდება, წინა სეზონზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2000 ლარის ფარგლებში იყო. ამ ხარჯის წილი 1 კგ თხილის თვითღირებულებაში, 2 ლარს შეადგენს.



3.შოიგუ: „მარიუპოლი ავიღეთ“

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ „მარიუპოლი გათავისუფლებულია“.

შოიგუს თქმით, ამის მიუხედავად, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონაში დაახლოებით 2 000 უკრაინელი სამხედროა ბლოკირებული. „ქალაქის ალყაში მოქცევის პერიოდისთვის მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 8 000–ს აღწევდა“, – განაცხადა შოიგუმ.



4.ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ახალშექმნილი ასოციაცია რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებს სწავლობს

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა.




5. Pampers-ისა და Ariel–ის მწარმოებელმა რუსეთში შესაძლოა ბიზნესი დახუროს

ჰიგიენის პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებელმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ Procter&Gamble სანქციების გამო რუსეთის ბაზრიდან შესაძლო გასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სააგენტო Reuters წერს, რომ ამის მიზეზებს შორის ფინანსური შეზღუდვები და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.



6.„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველო რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილში რუბლს იხდის

რუსეთიდან ფქვილი იმპორტიორებს უკვე რუბლში შემოაქვთ. როგორც მათ ,,კომერსანტს“ განუცხადეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პარალელურად, ფქვილის ექსპორტიორებმა ანგარიშსწორება რუბლში მოითხოვეს. ფქვილის იმპორტიორი, შპს ,,მარგის“ დირექტორი  ნუგზარ ღონიაშვილი ამბობს, რომ საქმიანობა უწევთ რთულ პირობებში, ვინაიდან შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ ბანკები და ითხოვენ მაღალ საკომისიოს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში 3%-დან 10%-მდე გაიზარდა.



7.„ლუკოილის“ ხელმძღვანელმა ვაგიტ ალეკპეროვმა თანამდებობა დატოვა

„ლუკოილის“ მთავარი აქციონერი ვაგიტ ალეკპეროვი კომპანიის დირექტორთა საბჭოდან გავიდა და ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს.


8.მარცვლეულის ბაზრის მოთამაშეები ფასების ზრდის ახალ ტალღას ელიან, ძვირდება პურიც

პურის ფასების შეჩერება უკვე წარმოუდგენელია. გლობალურ ბაზრებზე მარცვლეულის გაძვირების და ფასებთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინების პირობებში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ახალ საფასო ტენდენციაზე, რომელმაც გეზი თებერვლის ბოლოდან აიღო და სავარაუდოდ მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.



9. რუსთავის მერიამ 650 ათასი ლარის დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება ვერ შეძლო

აუდიტის სამსახურმა რუსთავის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესწავლისას, შესყიდვებთან და აქტივების მართვასთან დაკავშირებით დარღვევები გამოავლინა, პრობლემები სხვადასხვა მოსაკრებლის ამოღების კუთხითაც გამოიკვეთა.



10. აზერბაიჯანის გავლით ექსპორტირებული რუსული ნავთობი ბათუმის პორტში გაიჭედა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას გეგმავს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, რუსული ნავთობის ექსპორტსაც შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები ძალაში ჯერ არ შესულა, წამყვანი ტრეიდერები, სანქციებში მოხვედრის შიშით, უარს ამბობენ რუსული ნედლეულის გაყიდვაზე. ყაზახური კომპანიებიც კი არიდებენ თავს დღეს რუსულ ნავთობს.









თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up