რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ „მარიუპოლი გათავისუფლებულია“.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
შოიგუს თქმით, ამის მიუხედავად, „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონაში დაახლოებით 2 000 უკრაინელი სამხედროა ბლოკირებული. „ქალაქის ალყაში მოქცევის პერიოდისთვის მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 8 000–ს აღწევდა“, – განაცხადა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 3–4 დღე დასჭირდებათ „აზოვსტალზე“ „მუშაობის დასასრულებლად“, სადაც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.