მარცვლეულის ბაზრის მოთამაშეები ფასების ზრდის ახალ ტალღას ელიან, ძვირდება პურიც

მარცვლეულის ბაზრის მოთამაშეები ფასების ზრდის ახალ ტალღას ელიან, ძვირდება პურიც

access_time2022-04-21 15:00:42

პურის ფასების შეჩერება უკვე წარმოუდგენელია. გლობალურ ბაზრებზე მარცვლეულის გაძვირების და ფასებთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინების პირობებში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ახალ საფასო ტენდენციაზე, რომელმაც გეზი თებერვლის ბოლოდან აიღო და სავარაუდოდ მომდევნო 3 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.


ასე ფიქრობენ უკრაინაშიც, რომელიც მარცვლეულის სეგმენტში ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. ქვეყნის აგრარული პოლიტიკის სამინისტრო რუსეთის შეჭრის გამო მარცვლეულის მაღალ ფასებს 3-5 წლის განმავლობაში პროგნოზირებს.


,,სამწუხაროდ, ფასების ზრდა გარდაუვალი პროცესი იყო. შესაბამისად, ამაზე ლაპარაკობდა გაეროს გენერალური მდივანი რამდენიმე დღის წინ, მანამდე ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირები, აქტიურად მიმდინარეობდა განხილვა სასურსათო უსაფრთხოებაზე მსოფლიოში, რაზეც ასევე FAO მუდმივად ლაპარაკობს. ფაქტია, რომ პრობლემა უკრაინაში გამომდინარე ომით არის გამოწვეული. რაც შეეხება საქართველოს, ფასების ფორმირებაში წისქვილკომბინატები უკვე ნაკლებად მონაწილეობენ.  მით უმეტეს, არ ვიცით, გამოიყენებენ თუ არა სუბსიდირებას ან პურის მწარმოებლები რა მექანიზმით დაიჭერენ ან ვერ დაიჭერენ ფასს.  სუბსიდიის მექანიზმი მზადაა, როგორიც იყო კოვიდის დროს, სამიზნე ფასი უნდა დასახელდეს მეპურეების მიერ, რის შესაბამისადაც საკითხი გადაწყდება“, - აცხადებს ლევან სილაგავა ,,კომერსანტთან“.


რაც შეეხება პურის მწარმოებლების პოზიციას, სექტორში დარწმუნებით ამბობენ, რომ ფასების ზრდის გამო ცვლილება პურზეც გავრცელდება და უკვე მაისიდან გარკვეული ზომების მიღება მოუწევთ.


მოსალოდნელ ცვლილებაში იგულისხმება 20–თეთრიანი გაძვირება, რაც უკვე გარდაუვალი ხდება. ,,პურის მცხობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ისეთი მოცემულობაა, როცა არავინ იძლევა პურის ფასის შენარჩუნების პირობას და არც სახელმწიფოს პოზიციაზე იციან რამე - რეალურად რა ზომები გატარდება სუბსიდიასთან დაკავშირებით.



,,ხორბლის მოსავლის წინა პერიოდია. ამ დროს ყველა ქვეყანა, ვისაც ხორბლის ან ფქვილის ნაშთები აქვთ, დაინტერესებული არიან გაყიდვით. ამ პერიოდს ტრადიციულად ახასიათებდა ფასების კლება და არა მატება, ასე იყო ყოველთვის. რა თქმა უნდა, პრაგმატულად თუ შევხედავთ სიტუაციას, ვხედავთ, რომ ორი დიდი ქვეყანა ომობს, რუსეთი და უკრაინა, რომელთა რესურსების 30%-ით  მსოფლიო ბაზრები მარაგდებოდნენ.  რაც შეეხება საქართველოს,  ხორბლისა და ფქვილის 2-თიანი მარაგი გვაქვს, მაგრამ ერთიც და მეორეც ძვირია. საქართველოში წარმოებული 1 ტომარა ფქვილი 80 ლარი ჯდება. რუსეთიდან შემოტანილი - 75 ლარი. აქედან გამომდინარე, პურის ფასი ითხოვს ცვლილებას. შენარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფქვილი არ გაძვირდება, მაგრამ ამის პირობას ვერავინ იძლევა, სუბსიდია უნდა გაკეთდეს, სხვანაირად ფასს ვერ გავაჩერებთ. მაისიდან  20 თეთრით გაძვირდება პური, ეს არავისთვის იქნება მოულოდნელი. ალბათ, სოციალური ფენებისთვის გარკვეული სუბსიდია განხორციელდება“, - ამბობს მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან“.


უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო მარცვლეულის მაღალი ფასი 3-5 წელი შენარჩუნდება. ეს გავლენას მოახდენს ქვეყნებზე, რომლებიც ამ პროდუქტს ყიდულობენ.


RBC-Ukraine-ს ცნობით, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ნიკოლაი სოლსკიმ მარცვლეულის მაღალ ფასებზე იტალიურ ონლაინ გამოცემა Adnkronos-თან განაცხადა.


,,უკრაინის ომმა დაარღვია საბაზრო ბალანსი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ სურსათზე ფასები გაიზრდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კვლავ არ აღდგება მიწოდებისა და მოთხოვნის ნორმალური ბალანსი. დღეს მსოფლიო მარცვლეულის ბაზრებზე მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. და შესაძლოა, მარცვლეულის მაღალი ფასები კიდევ 3-5 წელი გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.


სოლსკის ინფორმაციით, წელს უკრაინას შარშანდელი მოსავლიდან 20 მილიონი ტონა ხორბალი უნდა გაეტანა მსოფლიო ბაზრებზე, მაგრამ ამის გაკეთება რთულია, რადგან საზღვაო პორტები გადაკეტილია.


საშუალოდ, უკრაინა თვეში 5 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს, მარტში ამ ამჩვენებელმა 1,4 მლნ ტონა შეადგინა, მათ შორის 200 ათასი ტონა საკვები ხორბალია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up