„კომერსანტის“ ექსკლუზივი:  საქართველო რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილში რუბლს იხდის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: საქართველო რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილში რუბლს იხდის

access_time2022-04-21 13:00:27

რუსეთიდან ფქვილი იმპორტიორებს უკვე რუბლში შემოაქვთ. როგორც მათ ,,კომერსანტს“ განუცხადეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პარალელურად, ფქვილის ექსპორტიორებმა ანგარიშსწორება რუბლში მოითხოვეს. ფქვილის იმპორტიორი, შპს ,,მარგის“ დირექტორი  ნუგზარ ღონიაშვილი ამბობს, რომ საქმიანობა უწევთ რთულ პირობებში, ვინაიდან შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ ბანკები და ითხოვენ მაღალ საკომისიოს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში 3%-დან 10%-მდე გაიზარდა.


,,ბოლო 1 თვეა, ფქვილის იმპორტს რუბლში ვახორციელებთ. ასეთი რამ პირველად ხდება, გასაგები მიზეზის გამო დღეს რუბლის ოპერაციები დიდ დისკომფორტს უკავშირდება.  მაქსიმალურად ვართ შეზღუდული, 10%-ს გვაჭრის ბანკი კონვერტაციისას, ინკასაციის საკომისიო აქამდე 3%-ს არ აღემატებოდა. არც ასეთი მაღალო საკომისიო ყოფილა ოდესმე. ყოველმხრივ რთულ სიტუაციაში გვიწევს საქმიანობა. დოლარზე ვაჭრობა არის მარტივი და კომფორტული, კონკურენცია ყველაფერს ალაგებს, რუბლი ამის საშუალებას არ იძლევა.  წამგებიან მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ომიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, როგორც კი სანქციები ფართომასშტაბიანი გახდა, რუსულმა მხარემ დაიწყო საუბარი რუბლში გადახდაზე, ახლა უკვე მასობრივად ამ ვალუტაში მიდის ვაჭრობა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ფქვილის იმპორტიორი.


აღსანიშნავია, რომ ფქვილის იმპორტი რუსეთიდან მარტში, წლიურად, 11-ჯერ, ანუ 1 037%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურ ჭრილში 46,5%-ით არის შემცირებული. კერძოდ, ფქვილის იმპორტმა მარტში - 2 507 230 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 220 530 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში - 4 682 010 აშშ დოლარი იყო.



ამ ეტაპზე 1 ტომარა ფქვილის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე 75 ლარია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up