„ლუკოილის“ მთავარი აქციონერი ვაგიტ ალეკპეროვი კომპანიის დირექტორთა საბჭოდან გავიდა და ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს.
ვაგიტ ალეკპეროვმა „ლუკოილს“ მიაწოდა ინფორმაცია თავისი ამ გადაწყვეტილების შესახებ.
მანამდე ალეკპეროვი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებში მოხვდა.