ჰიგიენის პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებელმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ Procter&Gamble სანქციების გამო რუსეთის ბაზრიდან შესაძლო გასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სააგენტო Reuters წერს, რომ ამის მიზეზებს შორის ფინანსური შეზღუდვები და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
მანამდე კომპანიამ, რომელიც ბრენდებთან Ariel, Tide, Lenor, Fairy, Pampers, Always, Gillette, Head & Shoulders, Pantene და Blend-a-med მუშაობს, რუსეთში საინვესტიციო საქმიანობა შეწყვიტა.
Procter&Gamble–მა განაცხადა, რომ „დიდი გაურკვევლობა შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, როგორ განვითარდება რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში, როდემდე გაგრძელდება ის და საბოლოოდ როგორ გადაწყდება“.
Reuters–ის მონაცემებით, Procter&Gamble–ს რუსეთში 2 500 თანამშრომელი ჰყავს. უკრაინაში კომპანიას კიდევ ორი ქარხანა აქვს, სადაც 500 ადამიანია დასაქმებული.