თხილის მოვლის ხარჯი ჰექტარზე 2500 ლარამდე გაიზარდა

თხილის მოვლის ხარჯი ჰექტარზე 2500 ლარამდე გაიზარდა

access_time2022-04-21 11:00:16

პესტიციდებისა და შხამ–ქიმიკატების გაძვირებამ საქართველოში თხილის მოყვანის ხარჯი საგრძნობლად გაზარდა. ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 1 ჰექტარი თხილის მოვლა-წამლობა 2500 ლარი ჯდება, წინა სეზონზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2000 ლარის ფარგლებში იყო. ამ ხარჯის წილი 1 კგ თხილის თვითღირებულებაში, 2 ლარს შეადგენს.


როგორც ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, წამლობის პროცესი უკვე დაწყებულია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.



,,პირველ 2-3 წამლობაში სოკოვან დაავადებასთან ბრძოლას ვითვალისწინებთ, თხილი უნდა შეიწამლოს გოგირდით, სპილენძით და სხვა პრეპარატებით. აუცილებელია სასუქის შეტანაც, რომელიც ყველაზე მეტად არის გაძვირებული როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. 


სეზონის განმავლობაში 6 წამლობა უნდა ჩატარდეს.  1 ჰექტარი თხილის მოვლა და წამლობა მოსახლეობას 2500  ლარამდე დაუჯდება. ამ თანხაში შედის როგორც პესტიციდები და შხამ-ქიმიკატები, ასევე დასაწყობება, გაშრობა და მუშა ხელის ხარჯი. ამ მხრივ გარკვეულ შეღავათს გაუწევს მცირე ფერმერებს 300 ლარიანი ფინანსური დახმარება, რომელიც მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყო. მესმის, რომ ამინდზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა კარგი მოსავალი თუ გვინდა, მოვლაც შესაბამისი უნდა“, - ამბობს გიორგი თოდუა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე 1 კგ. თხილის ფასი რეგიონებში 2 ლარამდე შემცირდა, რაც პროდუქტის დაბალი ხარისხით არის განპირობებული.



ხარისხიანი პროდუქტის ფასი 8-9 ლარს აღწევს, მაგრამ ასეთი თხილი ბაზარზე რეალურად არ არის შემორჩენილი, რის გამოც ხალხს იაფად უწევს გაყიდვა.


როგორც გიორგი თოდუა ამბობს, თხილის წარმოებაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მოსავლის შრობა-შენახვას უკავშირდება, თუმცა რეგიონებში რამდენიმე შემნახველი მეურნეობა გაიხსნა და კიდევ შენდება, რაც საბოლოოდ თხილის ხარისხზეც აისახება.


არსებული მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, წელს შხამ-ქიმიკატების ფასი 40-50%-ით, ზოგ შემთხვევაში 100%-ითაც კი არის გაზრდილი. 


შხამ-ქიმიკატების იმპორტი ძირითადად თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან  და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდება, ფასები კი ყველა ბაზარზე გაზრდილია.


რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ცნობისთვის, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა 51 შემნახველი მეურნეობა, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ ლარამდეა, ამ პროექტების სახელმწიფო თანადაფინანსება 24 მლნ ლარამდეა.


სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტითაც.


2021 წლის განმავლობაში შექმნილი გადამმუშავებელი და შემნახველი მეურნეობების საინვესტიციო ღირებულება, ჯამში, 87 მლნ ლარს აჭარბებს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up