ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ახალშექმნილი ასოციაცია რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებს სწავლობს

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ახალშექმნილი ასოციაცია რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებს სწავლობს

access_time2022-04-21 12:00:43

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა. ახალშექმნილი ორგანიზაცია ბაზრების დივერსიფიცირების გარდა, აქტიურად იმუშავებს ქვეყნის გარეთ ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების, ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო მიმართულებით, რაც დღეს სექტორში გამოწვევად მიიჩნევა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

ბიზნესგაერთიანების თანადამფუძნებელი და კომპანია „ფრუტილიას“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ასოციაციაში საწყის ეტაპზე 20- მდე კომპანია გაერთიანებული და მათი რაოდენობა სამომავლოდ კიდევ გაიზრდება.

 „ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა. ამ ეტაპზე არსებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ასოციაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, არსებული გამოწვევების გაანალიზება, დამუშავება და გადაჭრა შევძლოთ. დღეისთვის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის მთავარი საკითხი ბაზრების დივერსიფიკაციაა“, – აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.


,,ასოციაციაში გაერთიანებულ ოცივე კომპანიას ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ვცდილობთ წარმატებით გადავჭრათ ის საკითხები, რაც ამ ეტაპზე წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით არსებობს. პრიორიტეტი იქნება ბაზრების დივერსიფიკაცია, ასოციაციის მეშვეობით ვგეგმავთ ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ჩატარდება ტრენინგები და აქტიურად ვიმუშავებთ ექსპორტის ზრდისა და მაღალი სტანდარტის ქართული პროდუქტის სავაჭრო ნიშის შექმნისთვის. ეს შეეხება როგორც ხარისხს, ასევე ფასებს. სახელმწიფო პროექტები, როგორიცაა  ,,დანერგე მომავალი“, ,,იაფი სესხი“ და სხვა წარმოების ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანია. მოსავლიანობა იზრდება და შესაბამისად ექსპორტიც მატულობს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ვახტანგ ბეჟიტაშვილი.



მისი თქმით, ამ ეტაპზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთში შეუზღუდავად ხორციელდება, თუმცა გამოწვევად რჩება ევროპული ბაზრები, რასაც ადგილობრივი პროდუქტი დიდწილად  კონკურენტუუნაროდ მიიჩნევა დაბალი ხარისხის გამო.


,,რუსულ ბაზარზე ჩვეულებრივ მიდის მუშაობა, თუ არ ჩავთვლით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემას, უგზოობა გვიშლის ხელს, სხვა დაბრკოლება არ გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ გადაზიდვებს. რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზრებს, კონკრეტულ გეგმამდე რომ მივალთ, უფრო დაზუსტებით შეგვეძლება ლაპარაკი პოტენციურ ბაზრებზეც. ვფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ასევე გერმანია და საფრანგეთი. ამისთვის საჭიროა მუშაობა, გლობალურ გამოფენებში მონაწილეობა და ხარისხის აწევა. თუკი არ გვექნება შესაბამისი შეფუთვა, სერტიფიცირებული პროდუქტი და მაღალი სტანდარტი, ევროპის ბაზრებზე ვერ შევალთ. ამდენად ასოციაცია ემსახურება გამოწვევებს, განაცხადი გაკეთებულია, სავარაუდოდ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ, გარდა წევრობისა, შესაბამისი სტანდარტებითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში. სხვანაირად არ გამოვა, ამ წევრობიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი ,,კომერსანტთან“.


შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოდან რუსეთში მხოლოდ 0,8 მლნ დოლარის ხილი, თხილი და ბოსტნეული გავიდა, რაც, 2014 წლის ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ანალოგიური თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პორტალი EastFruit მომავალში ექსპორტის კიდევ უფრო დაცემას ვარაუდობს, რასაც უკრაინის ომსა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს.


წლიური გაანგარიშებით, რუსეთში ექსპორტი მებაღეობის ყველა ძირითად პროდუქტზე შემცირდა. 2021 წლის მარტთან შედარებით, რუსებმა, დაახლოებით 0,9 მლნ დოლარით ნაკლები ვაშლი, მილიონი დოლარით ნაკლები თხილი და 0,2 მლნ დოლარით ნაკლები კარტოფილი იყიდეს. 4%-ით შემცირდა მწვანილის ექსპორტიც, მაშინ, როცა ამ პროდუქტის ექსპორტის პიკური თვე სწორედ მარტია. ზოგადად, მწვანილი ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტში, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, საკვანძო პროდუქტია.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up