IQAir-მა „მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშის“ მონაცემები და ყველაზე მეტად დაბინძურებული და სუფთა ჰაერის მქონე ქალაქების სია გამოაქვეყნა.
ქალაქების ასეულში ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე კანადის ქალაქი ვანკუვერია, შემდეგ მოდის პორტლენდი (აშშ) და მელბურნი (ავსტრალია).
IQAir-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი დოჰაა (კატარი).
ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე ქალაქების ათეული ასეთია:
დოჰა (კატარი) – 165 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
ჰანოი (ვიეტნამი) – 146 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
დაკკა (ბანგლადეში) – 136 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
ჯაკარტა (ინდონეზია) – 132 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
დუბაი (გაერთიანებული საამიროები) – 120 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
სანტიაგო (ჩილე) – 119 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
კატმანდუ (ნეპალი) – 106 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
ჰანჩჟოუ (ჩინეთი) – 106 (საზიანოა მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
პეკინი (ჩინეთი) – 97 (საშუალო ხარისხი)
დელი (ინდოეთი) – 95 (საშუალო ხარისხი)
IQAir-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე ქალაქების ათეული ასეთია:
ვანკუვერი (კანადა) - 2
პორტლენდი (აშშ) - 4
მელბურნი (ავსტრალია) - 4
ბრიუსელი (ბელგია) - 8
კიევი (უკრაინა) - 10
ვარშავა (პოლონეთი) - 10
სან ფრანცისკო (აშშ) - 12
სიეტლი (აშშ) - 12
სოლტ-ლეიკ-სიტი (აშშ) - 12
ნიუ-იორკი (აშშ) - 12