ავსტრალიის შტატ კუინზლენდში მდებარე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქი იყიდება. Daily Mail-ის ცნობით, მას ამჟამად მხოლოდ ორი მცხოვრები ჰყავს.
ქალაქი კულადი ბრისბენიდან 800 კილომეტრში მდებარეობს. ის 400 000 ავსტრალიურ დოლარად იყიდება. ქალაქთან ერთად, მყიდველი მიიღებს გზისპირა კომპლექსს ოთხსაძინებლიანი სახლით, მოტელით, მაღაზიით, პაბით და ოთხვარსკვლავიანი რესტორნით.
ამჟამად კულადიში ცხოვრობენ კეროლ იაროუ და ჯო კორნელი, რომლებმაც ადგილობრივი Foxtrap Road House კომპლექსი 2023 წელს შეიძინეს. ისინი ქალაქის სამ წელიწადში აღორძინებას გეგმავდნენ, მაგრამ წარუმატებლად, ამიტომ, ქალაქი კვლავ იყიდება.