ავტომობილების უსაფრთხოების ამერიკული რეგულატორის განცხადებით, იაპონური ავტოგიგანტი Honda უკანა საკიდის კომპონენტების შესაძლო გაუმართაობის გამო, 880 514 ავტომობილს უკან გაიწვევს, რადგან აღნიშნული დეფექტი მგზავრების დაშავების ან ავარიის რისკს საგრძნობლად ზრდის.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, საავტომობილო კომპანიის ეს გადაწყვეტილება უკანა ქვედა ჩარჩოს ეხება, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა კოროზიამ დააზიანოს.

არსებული ინფორმაციით, კოროზიული პროცესები მართვის კონტროლის დაკარგვას იწვევს, თუმცა მწარმოებლის წინასწარი შეფასებით, ხარვეზი გაწვეული სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 1%-ს აღმოაჩნდება.