ლას ვეგასში ჩატარებული UFC 326-ის შემდეგ ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.

კლასიფიკაციაში კვლავ პირველ ადგილზეა ქვესაშუალო წონის (76კგ) ჩემპიონი ისლამ მახაჩევი. მეორე პოზიციას იკავებს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრის მფლობელი ილია თოფურია.

UFC 326-ზე მაქს ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს 15 საუკეთესო მებრძოლს შორის გამოჩნდა ჩარლზ ოლივეირა და ის ამჟამად მე-12 ადგილზეა.

მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა.

UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:

1. ისლამ მახაჩევი
2. ილია თოფურია
3. ხამზატ ჩიმაევი
4. ალექსანდერ ვოლკანოვსკი
5. ალექს პერეირა
6. პიოტრ იანი
7. ტომ ასპინალი
8. მერაბ დვალიშვილი
9. ალექსანდრე პანტოჟა
10. ჯოშუა ვანი
11. დრიკუს დუ პლესი
12. ჩარლზ ოლივეირა
13. მაგომედ ანკალაევი
14. ჯეკ დელა მადალენა
15. მაქს ჰოლოუეი

წყარო: პირველი არხი