შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული.

 

„შევხვდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. ჩვენი საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და ეუთო-სთან პარტნიორობის გაძლიერებას. საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული“, - აღნიშნავს პრემიერი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.