„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს“ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის,
უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის - ჯამში 74 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.