2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, ფილიპ აგიონი, მიიჩნევს, რომ ირანში ომის ეკონომიკური შედეგები უფრო ახლოს იქნება 1973 წლის შოკთან, ვიდრე 2008 წლის კრიზისთან, – ამის შესახებ მან ორშაბათს, ფრანგულ რადიო RTL-ის ეთერში განაცხადა.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ენერგომატარებლების მაღალი ფასების გამო გლობალური ეკონომიკის კოლაფსი არ მოხდება, თუმცა ზრდის მნიშვნელოვანი შენელება შესაძლებელია.
„თუ ომი რამდენიმე კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ბარელის ფასი 150 დოლარს გადააჭარბებს და ინფლაციის კიდევ ერთ ძლიერ ზრდას ნამდვილად დავინახავთ, ჩვენ 1973 წლის ნავთობის შოკის მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - თქვა მან.
ეკონომისტის აზრით, თუ კონფლიქტი ოთხ-ხუთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მსოფლიო ახალ ეკონომიკურ რეალობაში აღმოჩნდება.