„მარცვლეულის დერეფნის დახურვის ფონზე, უფასო მარცვლეული, რომელსაც რუსეთი აფრიკის 6 ქვეყანას დაჰპირდა, საკმარისი არ იქნება“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რადიო „ფრანსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის დერეფნის ექსპლუატაციის დროს 20 მილიონი ტონა მარცვლეული იქნა ექსპორტირებული, ხოლო აგრესორის ამჟამინდელი წინადადება მხოლოდ 50 ათას ტონას ეხება.
„ის, რასაც რუსეთი გვთავაზობს, არის ზღვაში წვეთი. ეს არ წყვეტს პრობლემას. ეს არ შეაჩერებს ფასებს. ეს არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მილიონობით ტონა მარცვლეული გატანილია ბაზრიდან და მიუწვდომელია გაჭირვებულთათვის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში“, - აღნიშნა ბლინკენმა.


