თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ზედიზედ მესამე შეხვედრის შემდეგ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი არ შეცვალა.

ბანკის მენეჯმენტის ივნისის სხდომის შემდეგ, შვიდდღიანი რეპო ოპერაციების განაკვეთი შენარჩუნდა წლიურ 50%-ზე. ეს არის ყველაზე მაღალი დონე 2002 წლის შემდეგ.

გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების უმეტესობის პროგნოზებს, იუწყება Trading Economics.

ცენტრალური ბანკის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ძირითადი ინფლაციის კლების ტენდენცია შეჩერებულია. თუ ინფლაციური მოლოდინები კიდევ უფრო გაუარესდება, არ არის გამორიცხული მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა აკვირდება ინფლაციურ ზეწოლას სერვისებზე, ენერგიასა და საკვებზე მაღალი ფასების, აგრეთვე გეოპოლიტიკური რისკების გამო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შენელდება.

სამომხმარებლო ფასები ქვეყანაში მაისში 75,5%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ახალ მაქსიმუმს მიაღწია 2022 წლის ნოემბრის შემდეგ. აპრილში ინფლაციამ 69,8% შეადგინა. ცენტრალურ ბანკს სურს ინფლაციის 5%-მდე დაბრუნება.