მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ღირებულებამ 83 მლნ 536 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2 168.9 ტონას შეადგენს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისივე მონაცემებით, შარშან, იგივე პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში 54 891.7  აშშ დოლარის ღირებულების და 859.4 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა.

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი სწორედ თურქეთია. ამასთან, თურქეთიდან იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე სწორედ დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია.

ცნობისთვის: 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში 45 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებს 10,4%-ით აჭარბებს.

Jandacva.ge