ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვა გზის საფარის რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა განაპირობა.

ამასთან, გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.