თურქული ლირას ღირებულება დოლართან მიმართებაში ისტორიული მინიმუმზეა და პირველად მიაღწია 1 დოლარზე 30 ლირას.

წინა ვაჭრობა 29.9519 დასრულდა, ხუთშაბათს დილით კი კურსმა 30 ლირას გადააჭარბა.

თურქული ვალუტის შესუსტება რამდენიმე თვეა გრძელდება. 2023 წლის ბოლოს ლირის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 60%-ით დაეცა. ამერიკული ვალუტის პირველი მნიშვნელოვანი გამყარება მოხდა ივნისში, როდესაც თურქული მარეგულირებლის ხელმძღვანელობამ თითქმის გააორმაგა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი - 8,5-დან 15 პროცენტამდე წელიწადში. გასული წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და 42,5 პროცენტამდე დასტაბილურდა. ასეთი დინამიკა აისახა თურქული ვალუტის კურსზეც.