ნახევარგამტარებისა და ჩიპების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია TSMC-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ქარხნის ოფიციალურად გახსნის პროცედურა 2025 წლამდე გადადო.
კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, გეგმის გაჭიანურების მიზეზი სამუშაო ძალის დეფიციტია, რაც მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.
მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების მიზნით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ $280 მილიარდი გამოყო, ამ თანხის ნაწილი კი სწორედ აღნიშნული ქარხნის მშენებლობაზე დაიხარჯა.
საერთო ჯამში, არიზონას შტატში ახალი ქარხნის მშენებლობაზე კომპანია TSMC-მ 40 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
TSMC-მა 2023 წლის I კვარტალში წმინდა მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით გაზარდა, შემოსავალი - 3.6%-ით. თუმცა, მაჩვენებლები წინა კვარტალთან შედარებით 30% და 19%-ით ნაკლები იყო.
Market Watch-ის მიხედვით, მიკროსქემების მსოფლიოში წამყვანმა მწარმოებელმა Taiwan Semiconductor Manufacturing Co.-მ (TSMC) Tencent Holdings-ს გაუსწრო და კვლავ აზიის ყველაზე ძვირიანი კომპანიის ტიტული დაიბრუნა.