წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის მთელ ინტერნეტტრაფიკს გადასცემენ, სენსორების ქსელი გახდება მიწისძვრების და ცუნამების ადრეული გაფრთხილებისთვის, –  და შესაბამისად, სანაპირო ზოლის უეცარი წყალდიდობისაც – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ევროკავშირი ამ პროექტის ტესტირებას სიცილიის სანაპიროსთან ახორციელებს: ექსპერიმენტული კაბელი აღრიცხავს ზღვის ფსკერის მიკრომოძრაობებს აქტიური ნაპრალის გასწვრივ.

იდეა მარტივია: კაბელი უკვე ზღვის ფსკერზე დევს და თანამედროვე ოპტიკური გაზომვის მეთოდები მის გარშემო ცვლილებების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.