ტარიფების დაპაუზებას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ტარიფები შესაძლოა მუდმივი იყოს და შეიძლება მოლაპარაკებებიც იყოს. ბევრი ქვეყანა მოდის ჩვენთან მოლაპარაკებებისთვის და სამართლიანი შეთანხმებები იქნება. ტარიფების გარდა არის რაღაცები, რაც გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ისრაელი აშშ-თან სავაჭრო დეფიციტს ძალიან სწრაფად აღმოფხვრის“.
„მე აშშ-ს პოზიციის მესმის. მე თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ვარ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა სამართლიანი უნდა იყოს“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.