შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ჯაშუშების განდევნის არსებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას. ინიციატივის მთავარი სამიზნეები რუსეთის დაზვერვის აგენტები არიან.

ორშაბათს, 27 მაისს, კენჭისყრის შედეგად 32 ხმით 9-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც ქვეყნიდან გააძევებენ ყველა რუს ან სხვა უცხოელ ჯაშუშს.

„უცხოურმა სახელმწიფოებმა უნდა იგრძნონ, რომ შვეიცარია მყისიერად რეაგირებს მისი უსაფრთხოების დარღვევაზე და იცავს საკუთარ თავს,“- თქვა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა, რომელიც ჯაშუშების განდევნის ინიციატივის აქტიური მხარდამჭერია.

15-16 ივნისს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის ომის დასრულების პროცესია.

რუსეთი სამიტზე მოწვეული არაა. შვეიცარიის წარმომადგენლების თქმით, ოფიციალურ მოსკოვს თავად არ აქვს მონაწილეობის სურვილი.