ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 17 ბავშვი მკურნალობს, მათგან 5 ბავშვის გაწერა დღეს იგეგმება.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კლინიკაში, 18 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში, კიდევ 3 ბავშვი შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ნიშნები 20 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და ერთ აღმზრდელს აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარება ექვს კლინიკაში გაეწიათ.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. ამ ეტაპზე ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ბაქტერიული ინფექცია განიხილება, რომლის წყაროდაც ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტები სახელდება. საბოლოო მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ბაგა-ბაღებიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები გამოვლინდა, საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთების, დოკუმენტებისა და საკვები პროდუქტების ამოიღეს.
