ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლაა. ამის შესახებ მან ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია. სოფლის მეურნეობაში შექმნილმა მშპ-მ კი 5.4 მილიარდ ლარს მიაღწია და ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 6% შეადგინა.

„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მიუხედავად არსებული შედეგებისა, სოფლის მეურნეობას მუდმივი ზრუნვა და განვითარება სჭირდება.

„ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს“, – აღნიშნა მან.