შავ ზღვაში არსებულმა „მარცვლეულის დერეფანმა“, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გასულ წელს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, 2022 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე 30.5 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გაატარა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) მონაცემებით, მარცვლეულის საერთო ოდენობიდან 15.5 მილიონ ტონაზე მეტი სიმინდია, 8.4 მილიონი ტონა ხორბალი, 1.7 მილიონი ტონა მზესუმზირას რბილობი, 1.5 მილიონი ტონა მზესუმზირას ზეთი, 1.3 მილიონი ტონა ქერი, 0,98 მილიონი ტონა რაფსი, 0,76 მილიონი ტონა სოიო, 0,22 მილიონი ტონა მზესუმზირას თესლი, 0,11 მილიონი ტონა კანოლა და 0,13 მილიონი ტონა სხვა მარცვლეული პროდუქტები.

თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში ხელი მოაწერეს თავდაპირველ შეთანხმებას სტამბოლში მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან. უკრაინიდან ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა. რის შემდეგაც სტამბოლში სამი ქვეყნის ოფიციალური პირებისა და გაეროს წარმომადგენლებისგან გადაზიდვების ზედამხედველობისთვის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნა.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 18 მაისს ეწურებოდა, მაგრამ ორი თვით გაგრძელდა.