„ტურისტულ სექტორში გადახდისუუნარო საქმიანობის სავალდებულო დაზღვევა დღესვე უნდა ამოქმედდეს“, - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Diverse Travel-ის დამფუძნებელმა ნიკა კვარაცხელიამ განაცხადა.
მისი თქმით, სექტორში დღესდღეობით ოპერირებს ზოგიერთი ისეთი კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, რაც აზარალებს როგორც მომხმარებელს, ისე მთლიანად ტურისტულ სექტორს.
„გადახდისუუნარო საქმიანობის სავალდებულო დაზღვევა 2030 წლამდე გადავადდა, რაც, ვფიქრობ, არ იყო საჭირო. მესმის, რომ ეს ერთის მხრივ, ტურისტულ სფეროს გარკვეულწილად დააწვებოდა, მაგრამ ვფიქრობ დღეს მისი ამოქმედება აუცილებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კომპანია არცხვენს ტურისტულ ბაზარს. მათი ნაკლები პასუხისმგებლობის გამო ხშირ შემთხვევაში ადამიანები რჩებიან მოტყუებულები და კარგავენ გარკვეულ თანხას, რის ნაწილსაც ან იბრუნებენ ან ვერა“.- განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.