აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალი 250 დოლარიანი კუპიურის შექმნა დაავალა გრავირებისა და ბეჭდვის სააგენტოს, რომელზედაც დონალდ ტრამპი უნდა იყოს გამოსახული, ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ ეს არღვევს აშშ-ის ფედერალურ კანონს, რომელიც კრძალავს ბანკნოტებზე ცოცხალი ადამიანის გამოსახვას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჟამად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წინაშე წარდგენილია კანონპროექტი, აღნიშნული მოთხოვნის შესაცვლელად, “რათა 250 დოლარიან კუპიურაზე ცოცხალი ადამიანი – დონალდ ჯ. ტრამპი – იყოს.“

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი კუპიურა, არამედ სამახსოვრო – აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად.