საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის მოადგილემ თამარიოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიპირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტისაქართველოს აეროპორტების გაერთიანებამსაერთაშორისო კომპანია Visa-სთანთანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცემგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დროკომფორტულად გაატარონ და შესაბამისისერვისებით ისარგებლონ.

თამარ იოსელიანის შეფასებით, ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალეტაპზეა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისგანვითარება. სწორედ ამიტომ, დღეს ახალი ბიზნესლაუნჯი გავხსენით, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენიმომხმარებლებისა და მგზავრების კომფორტზეაგათვლილი. ამ თვეების განმავლობაში აქტიურადვითანამშრომლეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Visa-სთან, რომელმაც აღნიშნულ პროექტში დაახლოებით1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.  ასევე, აქ წარმოდგენილია „თიბისი ბანკი“ „თიბისიკონცეპტის“ მეშვეობით. მოხარული ვარ, რომ ჩვენსმგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალი, დამატებითი და კომფორტული სერვისებითისარგებლონ" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტი მზარდი დინამიკითხასიათდება. მისი შეფასებით,  საავიაციოსექტორისთვის 2025 წელი ძალიან წარმატებულიიყო -  ქვეყნის მასშტაბით, მგზავრთნაკადის კუთხითდაახლოებით 14%-იანი მატება დაფიქსირდა, ხოლოუშუალოდ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთარაოდენობა დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. ,,წარმატებული იყო 2026 წლის პირველი კვარტალიც-  რეგიონში განვითარებული მოვლენებისმიუხედავად, მგზავრთნაკადის მიმართულებითდაახლოებით 4%-იანი ზრდა ფიქსირდება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული დაერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში სივრცე Visa-სკონცეფციით იქნება გაფორმებული.

ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად, ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გავლის ( Fast Track) სერვისი ამოქმედდა, რომელიც  შეამცირებსლოდინის დროს უსაფრთხოების შემოწმებისა დაპასპორტ-კონტროლის გავლისას, რაც პიკისსაათებში მგზავრთა ნაკადის მართვასგააუმჯობესებს. სერვისი იმუშავებსთვითმომსახურების პრინციპით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილის თქმით,  ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტში მგზავრებისთვის მომსახურებისგაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს საზღვრისკონტროლის ავტომატური სისტემაც დაინერგა, რომელიც აეროპორტში გადაადგილებასა დამომსახურებას უფრო კომფორტულსა და სწრაფსხდის.

„ჩვენ ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებსიმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული დაკონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვააეროპორტებს. ჩვენთვის პრინციპულადმნიშვნელოვანია მგზავრებზე ორიენტირებული, კომფორტული გარემოს შექმნა. ეს ყველაფერი, რათქმა უნდა, ასევე გათვლილიამაღალმხარჯველუნარიან ტურისტებსა და ბიზნესსექტორზე, რათა მათ ქუთაისის აეროპორტშიშესაბამისი, უმაღლესი სტანდარტის მომსახურებადავახვედროთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.